ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის თასზე, საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი ხიზანიშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლია ჩაჩიბაია, სანდრო მეგრელიშვილი და დავით მაქაძე დაეუფლნენ.
ეროვნული გუნდი ალბანეთში სულ ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ნაკრებთან ერთად, ჩვენი მედიკოსი, ვახო ღოლიჯაშვილი მუშაობდა.