გიორგი ხიზანიშვილი პარატაეკვანდოს ევროპირველობის ჩემპიონია
20 მაისი 2022
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვანდოში, საქართველოს ნაკრებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ოქროს მედლისა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ხიზანიშვილმა დაისაკუთრა, ანა ჯაფარიძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ეროვნული გუნდი, გაერთიანებულ სამეფოში 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირი 22 მაისს დასრულდება.
ნაკრებთან ერთად, მანჩესტერში, ექიმ-რეაბილიტოლოგი, ვახო ღოლიჯაშვილი მუშაობს.