საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდი, ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმუშავებს.
პირველად, უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
პროფ. ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, საპასუხისმგებლო საქმე ფირუზ ტუნაძემ ჩაიბარა. თავად პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, პარიზის თამაშებზე ტექნიკურ ოფიციალურ პირად (მთავარი ექიმი) დანიშნა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი ჩვენი სამედიცინო გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ფირუზ ტუნაძე (სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი)
ლაშა ღონღაძე
ვაჟა ომარაშვილი
გიორგი მგელაძე
თემურ მგელაძე
ავთანდილ თელია
გიორგი ჭინჭარაული
რუსლან ღიბრაძე
პარიზის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს.