EJU Get Together Tour Swansea-ს მთავარ ექიმად ზურაბ კახაბრიშვილმა იმუშავა
14 ივლისი 2024
EJU Get Together Tour-ს ისტორიაში პირველად უელსის ქალაქმა სუონსმა უმასპინძლა. შეჯირების მთავარ ექიმად, პროფ. ზურაბ კახაბრიშვილმა იმუშავა.
Get Together-ის ტურში ასი ადაპტირებული ძიუდოისტი და კატას პრაქტიკოსი მონაწილეობდა.
EJU Get Together Tour არის ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ წამოწყებული ინიციატივა, რათა ხელი შეუწყოს ადაპტირებულ ძიუდოს მთელს ევროპაში. ეს ტური მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც სპეციალურად შექმნილია პარა და ადაპტირებული ძიუდოისტებისთვის, რაც უზრუნველყოფს პლატფორმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებისთვის, რათა შეეჯიბრონ და გამოავლინონ თავიანთი უნარები.
ტური ხაზს უსვამს ინკლუზიურობასა და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა უნარის სპორტსმენისთვის.
ღონისძიებები სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევენ იასპარეზონ მხარდამჭერ გარემოში, რაც ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებებს და აამაღლებს ცნობიერებას ადაპტური სპორტის შესახებ.
შეჯიბრებების გარდა, ტური მოიცავს ტრენინგებს და კურსებს მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ადაპტირებული ძიუდოს წესების შესახებ. ეს მიზნად ისახავს უზრუნველყოს ცოდნის თანმიმდევრული დონე და წესების სათანადო შესრულება ყველა ღონისძიებაზე.
პროექტს, ევროპის ძიუდოს კავშირის ვიცე პრეზიდენტი, სერგეი აშვანდენი და EJU-ს განათლების კომისარი, ადაპტირებულ ძიუდოში, მარინა დრასკოვიჩი ხელმძღვანელობენ.