EJU - დოქტორი კახაბრიშვილი ძიუდოს სამყაროს ლეგენდაა
16 ივლისი 2024
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა და EJU-ს სამედიცინო კომისიონერმა, პროფ. ზურაბ კახაბრიშვილმა, ამ უიკენდზე უელსში, ქალაქ სუონსიში ადაპტირებული ძიუდოს ტურნირზე ექიმის რანგში იმუშავა და ევროპის ძიუდოს კავშირმა, მას სტატია მიუძღვნა.
"ევროპის ძიუდოს კავშირის Get Together Tour გასულ შაბათ-კვირას სუონსიში, უელში გაგრძელდა, ბრიტანეთის ადაპტირებული ძიუდოს ჩემპიონატების ჩართვით. ღონისძიებას უელსის ძიუდოს ასოციაციამ, Disability Sport Wales-თან თანამშრომლობით უმასპინძლა. ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა EJU-ს სამედიცინო კომისარმა, დრ. ზურაბ კახაბრიშვილმა.
"პირველად ვარ ძიუდოს ადაპტირებულ ღონისძიებაზე. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვუყურო ათლეტთა სახეებს და დავინახო, თუ რამდენად ბედნიერები არიან ისინი შეჯიბრებამდეც და მას შემდეგაც. მიმოიხედეთ გარშემო, ვხედავ, რომ ადაპტირებული ძიუდო მხოლოდ ოჯახებს არ ეხება, არამედ სოციალურ ფაქტორს, რომელსაც ის სთვაზობს ათლეტებს. თქვენ აძლევთ მათ შანსს, გამოვიდნენ სახლებიდან, მოწყდნენ კომპიუტერებს და აძლევთ ამ შესაძლებლობას! ეს არის მოტივაცია და ახალი ცხოვრება!"
დოქტორი კახაბრიშვილი ძიუდოს სამყაროს ლეგენდაა, წარმატებული ყოფილი სპორტსმენი და მსაჯი, რომელიც ელიტარულ წრეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. ის არის ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი", - ვკითხულობთ EJU-ს ვებ გვერდზე.