Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოში სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ჩეხეთის ოლიმპიური ნაკრების ექიმი დაჯილდოვდა

საქართველოში სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ჩეხეთის ოლიმპიური ნაკრების ექიმი დაჯილდოვდა

28 დეკემბერი 2024

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, საქართველოში, სპორტული მედიცინის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, ჩეხეთის ოლიმპიური ნაკრების ექიმი, პროფ. ირი დოსტალი დააჯილდოვა.

ჩეხი ექიმი უკვე მეორე წელია, რაც აქტიურად არის ჩართული საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში, სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების საკითხებში.

პროფ. ირი დოსტალს, ჯილდო, საქართველოს სამგზის ოლიმპიურმა, შვიდ გზის მსოფლიო და შვიდ გზის ევროპის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ გადასცა.