საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2024 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მედიკოსები დააჯილდოვა.
GSM Award 2024-ს სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისმა უმასპინძლა. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 17 მედიკოსი დააჯილდოვა, ამასთან ორი სპეციალური პრიზი გაიცა.
ასოციაციის გადაწყვეტილებით, წელს, მთავარი ნომინაციები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამედიცინო გუნდმა გადაინაწილა.
2024 წლის საუკეთესო ექიმი გახდა ნაკრების მთავარი ექიმი, დავით ხარაბაძე. წლის საუკეთესო ექიმ-რეაბილიტოლოგი - გიორგი ჩანგელია, წლის საუკეთესო ფიზიკური თერაპევტი - მამია კუპატაძე, თენგიზ გუბლიანი, მიხეილ აბრამიშვილი და გიორგი ბჟალავა.